9 აპრილი

ქალი 9 აპრილის ფოტოდან: სისხლით მორწყული თარიღი, მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება

0 კომენტარი
ფოტო: იური მეჩითოვი

9 აპრილის გადაღებული ცნობილი სურათის გმირი, ნანა მახარაძე იური მეჩითოვის ნათქვამს Facebook-ზე გამოეხმაურა.

ნანა მახარაძის სტატუსს გთავაზობთ უცვლელი სახით.

"საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია "სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება", თუმცა ბევრს ავიწყდება ის,რომ სწორედ 9 აპრილს ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით,სუფთა ხელებით და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული მათ შორის რაც გაგვაჩნია- თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!
ბატონ იურის აქვს ნიჭი და ყოფნის პროფესიონალიზმი "ერთი თითის დაჭერით" შეაჩეროს წამი, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ვერ გაუაზრებია ქართველი ხალხის ეპოქალური მნიშვნელობა. ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას და არც ქართველად დაბადების ბედნიერებაა აქვს ყველას! 
კითხვაზე "გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი" მე გაგცემთ პასუხს - გოგონა იყო სულელურად მამაცი ,ისევე როგორც უამრავი ადამიანი ,რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს,დაწამლეს და გადაუარეს!!! 
ისტორიას ვერავინ შეცვლის,რამდენიც არ უნდა ეცადოთ,რადგან გვინდა თუ არა ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!
ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მხოლოდ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი ,მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად,რომელთა ხსოვნას ჩვენ "შოუში" მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ!" - წერს ნანა მახარაძე.

იური მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდათ და 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. მისივე აზრით, "200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები