Marvel

Marvel-ის კომიქსების შემქმნელი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი მწერალი, პროდიუსერი და Marvel-ის კომიქსების შექმნელი სტენ ლი 95 წლის გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ორშაბათ დილით ლოს ანჯელესში სასწრაფო დახმარების მანქანით ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

სტენ ლიმ და ჯეკ კირბიმ კომპანია Marvel Comics-ი 1961 წელს დააფუძნეს. მათი პირველი ნამუშევარი "ფანტასტიკური ოთხეული" იყო. ლი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი იყო. 

სტენ ლიმ კომიქსებისთვის ისეთი გმირები შექმნა, როგორიცაა, რკინის კაცი, იქს-ადამიანები, ადამიანი ობობა, ჰალკი, დოქტორ სტრეინჯი და სხვა. 

Marvel-ის ფილმებში ის თავადაც ჩნდებოდა მცირე ეპიზოდური როლებით, იგივე კამეოებით.

კომენტარები