ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

"გავეცი განკარგულება, რომ კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმის ამოქმედდეს, მე თქვენთან ვარ, ღმერთმა დალოცოს ყველა მსხვერპლი და დაზარალებული"-წერს ტრამპი Twitter-ზე.

მანამდე, ტრამპა​ კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივ ხელისუფლებას ფედერალური ძალები ეხმარებიან.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი, კალიფორნიაში ხუთშაბათს გაჩნდა. ცეცხლი თითქმის 45 ათას ჰექტარზე გავრცელდა. ამ დროისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის 25% ლოკალიზება მოახერხეს. განადგურებულია 6 700 შენობა. ასევე დაიწვა, მალიბუში მდებარე ცნობილი ადამიაანების სახლებიც. 

კომენტარები