შინაური ცხოველები

ძაღლი 80 დღის განმავლობაში იმ ქუჩაზე იჯდა, სადაც მისი პატრონი მოკლეს - ვიდეო

ძაღლი 80 დღის განმავლობაში იმ ქუჩაზე იჯდა, სადაც მისი პატრონი გარდაიცვალა.

შინაური ცხოველის პატრონი 21 აგვისტოს ქუჩაში მოკლეს. ჩინეთის კამერებმა დააფიქსირეს, რომ ძაღლი პატრონის დაღუპვის შემდეგ, ყოველ დღე მიდის ქუჩაზე და იქ ზის.

ტაქსის მძღოლის თქმით, ხალხი ცდილობს ძაღლს დაეხმაროს, თუმცა უშედეგოდ.

"მძღოლები ხშირად აძლევენ ძაღლს საკვებს, თუმცა ის გარბის. ძაღლისა და პატრონის ურთიერთობა ძალიან ღრმა იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ის მოკლეს , პატარა ძაღლი მოდის და აქ მცველივით დგას. მე მას ყოველ დღე ვხედავ, ადამიანსა და ძაღლს შორის ურთიერთობა ძალიან გულწრფელია",- ამბობს ტაქსის მძღოლი.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=43&v=3brcV0NoJ3M]

ვიდეო 10 ნოემბერს არის ჩაწერილი, მასში ჩანს როგორ არის ძაღლი იმ ქუჩაზე, სადაც მისი პატრონი მოკლეს.  

კომენტარები