საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

916 გრამი არადეკლარირებული ოქროს მალულად შემოტანისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით - 916 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება 51 474 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები