ქვიშის ფეხბურთი

ბათუმის "დინამო" ქვიშის ფეხბურთის მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ათეულშია

GFF.GE

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი ბათუმის "დინამო" 2018 წლის ვარსკვლავთა დაჯილდოების ცერემონიალზე ყველა დროის საუკეთესო კლუბების ათეულში დასახელდა.

ქვიშის ფეხბურთის ვარსკვლავების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს წელს დუბაიმ უმასპინძლა. ამ მიღწევის გარდა, "დინამოს" ორ ფეხბურთელს ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციებში გამარჯვება ხვდა წილად.

წარმოშობით ესპანელი ლორენცო გომესი, რომელიც ბათუმელთა რიგებში ასპარეზობს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "დინამოელი" ედუ სუარესის გოლი 2018 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

წელს ბათუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.

კომენტარები