თბილისის საკრებულოს სხდომა

ხაბეიშვილი: კალაძე თბილისელებს ისე უყურებს, როგორც ინტერის ფეხბურთელებს

თბილისის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე, დედაქალაქის მერისთვის, კახა კალაძესთვის გადასაცემად მილანის "ინტერის" ფორმა მიტაანა

მისი თქმით, კალაძე თბილისის მოსახლეობას ისე უყურებს როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს. 

"თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს, არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არსი სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა დაველაპარაკო. ეს არის მილანის "ინტერის" ფორმა. "მილანი" და "ინტერი" არიან დაპირისპირებულები. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც ინტერის ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს და ეს ფორმა გადაეცით კალაძეს",- ამბობს ხაბეიშვილი. 

მაისურის გადაცემას საკრებულოს უმრავლესობის წევრი ილია ჯიშკარიანი შეეწინააღმდეგა, რის გამოც დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება მოხდა. 

კომენტარები