ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.1 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.8 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.85 თეთრით. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7155 ლარია, ერთი ევროსი - 3.0517 ლარი.

ლარი თურქულ ლირასთანაც გამყარდა, ბრიტანულ ფუნტთან კი, გაუფასურდა.

ლარი განსაკუთრებული ტემპით ბოლო ერთი თვის განმავლობაში უფასურდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პერიოდში ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 ნოემბერს $10 მილიონი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციის მიუხედავად, იმ დღეს ლარი რამდენიმე თეთრით გამყარდა. 

კომენტარები