ძუძუთი კვება

ტრიათლონის მონაწილე ქალმა შვილს სირბილის დროს ძუძუთი აჭამა

0 კომენტარი
ფოტო: huffingtonpost.com

34 წლის ტრიათლონის მონაწილე ქალმა შვილს ძუძუთი სირბილის დროს აჭამა.

ტრიათლონი აშშ-ის შტატ არიზონაში ჩატარდა და ის 2 კილომეტრის გაცურვას, 90 კილომეტრის მოტოციკლით გავლასა და 21 კილომეტრის გარბენას მოიცავდა. 

ტრიათლონის მონაწილე, 34 წლის ჯეიმი სლოუნმა მეორე შვილი 2018 წლის მარტში გააჩინა და მას დაგეგმილი ჰქონდა, რომ რომელიმე მომენტში სირბილი შეეწყვიტა, შვილი ძუძუთი გამოეკვება და შემდეგ დაბრუნებოდა შეჯიბრს. თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მოხდა - ჯეიმი სლოუნი სირბილისას პირად რეკორდს ამყარებდა და ამიტომ შვილს ძუძუთი სირბილის დროს აჭამა.

"თავიდან ვღელავდი, რადგან ხალხი უცნაური სახით მიყურებდა და მეგონა, რომ სიშიშვლის გამო კვალიფიკაციას ჩამომართმევდნენ. მაგრამ მე ვეცადე დამეფარა ეს ყველაფერი და ამან იმუშავა", - თქვა ჯეიმი სლოუნმა.

სლოუნის თქმით, მის დანახვაზე სხვა მორბენლები გაჩერდნენ, რადგან ეგონათ ქალი ცუდად იყო.

"იმედი მაქვს, რომ ეს სხვა ქალებსა და დედებს წაახალისებს. არ აქვს მნიშვნელობა რა არის, თუ ვინმეს სჯერა, რომ მათ შეუძლიათ რაღაც გააკეთონ, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ყველაფერი შესაძლებელია", - თქვა ჯეიმი სლოუნმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები