არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება

7 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე დააკავეს

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ჰ.მ. ახალციხეში დააკავეს.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები 7 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა პაკისტანის მოქალაქე ჰ.მ, რომელიც სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა",- აცხადებენ შსს-ში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები