არჩევნები 2018

Edison Research-ის კვლევა: ვაშაძე - 38%, ზურაბიშვილი - 34%

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ რომ ტარდებოდეს, 

გრიგოლ ვაშაძეს მხარს - 38% დაუჭერდა, სალომე ზურაბიშვილს - 34; 

კითხვაზე პასუხზე უარი რესპონდენტთა 18%-მა თქვა. 

მხარს არც ერთ კანდიდატს არ უჭერს - 10%;

რ2-მა გამოაქვეყნა კვლევის შეწონილი შედეგებიც, რომლის მიხედვითაც ვაშაძეს მხარს 56% უჭერს, სალომე ზურაბიშვილს - 44%. 

ორგანიზაციამ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. Edison Research-მა 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 2 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა.

შესაძლო ცდომილების ფარგლები +/–3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კომენტარები