აშშ

აშშ-ის პირველი ლედი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მრჩევლის გადადგომას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მრჩევლის გადადგომას ითხოვს.

მირა რიკარდელი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოადგილეა. ის თეთრ სახლში 7 თვეა მუშაობს.

"პირველი ლედი ოფისის პოზიციაა, რომ ის [მირა რიკარდელი] აღარ იმსახურებს ჰქონდეს თეთრ სახლში მუშაობის პატივი." თქვა მელანია ტრამპის სპიკერმა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მასსა და მელანია ტრამპს შორის განხეთქილება ოქტომბერში პირველი ლედის აფრიკული ტურისას მოხდა.

ტურისას მიცემულ ინტერვიუში პირველმა ლედიმ თქვა, რომ თეთრ სახლში არის ხალხი, ვისაც არ ენდობა და პრეზიდენტს საკუთარ გულწრფელ რჩევებს და მოსაზრებებს უზიარებს, ხოლო ის შემდეგ ისე იქცევა, როგორც თავად თვლის საჭიროდ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები