არჩევნები 2018

R2-ის კვლევა: 72%-ის აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფედერენდუმი უნდა ჩატარდეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. 

საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოა, როცა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვირჩევთ. ამის შემდეგ მას არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს. 

კითხვაზე, თქვენი აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი, შედეგები ასეთია: 

კი - 72%;

არა - 11%;

არ ვიცი/არ ვპასუხობ - 17%.

ორგანიზაციამ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. Edison Research-მა 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 2 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა.

შესაძლო ცდომილების ფარგლები +/–3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კომენტარები