ჩეხეთი

შვილის გატაცების შესახებ ტყუილის გამო ჩეხეთის ოპოზიცია ბაბიშის გადადგომას ითხოვს

ანდრეი ბაბიში
Bloomberg

ჩეხეთის ოპოზიციური პარტიებმი პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის გადაყენების მოთხოვნით გამოდიან.

მომდევნო კვირას შესაძლოა ჩეხეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრის და მისი კაბინეტისათვის უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი.

ამის მიზეზი ვებგვერდ Seznam.cz-ზე გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, სადაც მილიარდერი პრემიერმინისტის ვაჟი, ანდრეი ბაბიში უმცროსი ყვება, რომ მისი მამის მიერ დაქირავებულმა პირებმა ის ყირიმში გაიტყუეს და იქ მისი ნების საწინააღმდეგოდ დააკავეს, რათა გამოძიებისათვის გაერიდებინათ.

ანდრეი ბაბიში უმცროსი ცენტრალური ფიგურაა პრემიერმინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში, რომელმაც უნდა დაადგინოს გამოიყენა თუ არა ბაბიშმა ევროკავშირის ფონდები საკუთარი რეკრეაციული ცენტრისათვის. ბაბიში ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტების მიერ შეთხზულ საქმეს უწოდებს.

ბაბიშმა თქვა, რომ მისი ვაჟი გაიტაცეს, თუმცა მისივე თქმით პოლიციამ უკვე დაადგინა, რომ დანაშაული არ ჩადენილა და მის შვილს, რომელიც დედასთან ერთად შვეიცარიაში მუშაობს ფსიქიკური აშლილობის გამო მკურნალობენ.

"ეს იმ სცენარის ნაწილია, რომლითაც სურთ გამანადგურონ და პოლიტიკიდან გამაძევონ." თქვა ბაბიშმა უკანასკნელ ბრალდებებზე.

კომენტარები