ეკონომიკური თავისუფლების აქტი

ნაცვლიშვილი: მიმდინარეობს თავისუფლების აქტის დემონტაჟი, რაც ძალიან კარგია

პარლამენტი

ბექა ნაცვლიშვილი მიესალმება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მთავრობა "ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან“ იმ ჩანაწერის ამოღებას აპირებს, რომლითაც მთავრობის ზომის ზრდა იზღუდება

"საკანონმდებლო ცვლილებები არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით შეზღუდული იმ რეგულაციით, რომ ბიუჯეტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ 30% ჩვენი ეროვნული შიდა პროდუქტის. მიმდინარეობს ეკონომიკური თავისუფლების აქტის დემონტაჟი, ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან მხოლოდ ესეთი ნაბიჯები წაიყვანს წინ და გააძლიერებს ეკონომიკას", - თქვა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ბიუჯეტის 2019 წლის პროექტი განიხილება. 

პარლამენტში "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტია ინიცირებული. ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა. კანონპროექტით იგეგმება მშპ-სთან შეფარდებით ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის 30%-იანი ზედა ზღვრის ამოღება. 

factchek-ის შეფასებით, არსებული კანონი ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფადაა მიღებული. ამ კანონით დადგენილი ფისკალური წესების მიზანი კი მთავრობის მიერ ბიუჯეტის დანახარჯების ფარდობითი მაჩვენებლების ზრდის შეზღუდვაა. 

2014 წლიდან, ამ კანონის ამოქმედებიდან ყოველ მომდევნო წელს, არსებული 30%-იანი ზღვარი დაირღვა. 2014-2017 წლებში, მშპ-სთან შეფარდებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფაქტობრივმა შესრულებამ 30%-ს გადააჭარბა.

კომენტარები