სესხის გაცემის რეგულაციები

ეროვნულმა ბანკმა სესხის გაცემაზე რეგულაციების მიღება უკვე მეორედ გადაავადა

0 კომენტარი
ფოტო: .nbg.gov.ge

იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცლილებების მიღება უკვე მეორედ გადავადდა. ცვლილებები ჯერ პირველ ნოემბერს უნდა შესულიყო ძალაში, და 15 ნოემბრამდე გადაავადეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რეგულაციები არც 15 ნოემბერს ამოქმედდება და მომავალ წლამდე გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. 

პირველი გადავადების შემდეგ ეროვნულ ბანკში ამბობდნენ, რომ რეგულაციები თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით მარტივდება, თუმცა არ აკონკრეტებდნენ კონკრეტულად რა ნაწილებს შეეხებოდა გამარტივება. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით,საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად იცვლება. ცვლილება ფიზიკურ პირებს ეხება, რომლის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით უწესდება შესაძლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი. შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ასევე განსაზღვრულია ლიმიტები ჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც სესხიც და შემოსავალიც ერთსა და იმავე ვალუტაში აქვს ნომინირებული.

პარალელურად, დგინდება ერთიანი ჭერი თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკაზე ეს ლიმიტი მაქსიმუმ 15-წლიანია, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე კი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს. ასევე, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ახალ რეგულაციებს კომერციული ბანკები ეწინააღმდეგებოდნენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები