ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.1 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.4 თეთრით გამყარდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 1.1 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.4 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7045 ლარია, ერთი ევროსი - 3.0474 ლარი.

ლარი ბრიტანულ ფუნტთანაც გამყარდა, ხოლო თურქულ ლირასთან - გაუფასურდა.

ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება ერთი თვის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 ნოემბერს $10 მილიონი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციის მიუხედავად, იმ დღეს ლარი რამდენიმე თეთრით გამყარდა. ასევე, ლარი მცირედით მყარდება ბოლო რამდენიმე დღეა.

კომენტარები