ოჯახში ძალადობა

შსს: 2018 წელს ნაკლები ქალი მოკლეს, ვიდრე წინა წლებში, წელს ქმარს ცოლი არ მოუკლავს

www.geo.tv

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2018 წელს ქალების მკვლელობები შემცირდა. 2018 წლის 10 თვეში 11 ქალი მოკლეს. 5 შემთხვევაში მკვლელი ოჯახის წევრი იყო, ხოლო 6 - ში - სხვა პირი.

სამინისტრო ათი თვის მონაცემს ადარებს წინა წლის მონაცემებს. მათი ინფორმაციით, გასულ წლებში ასეთი სტატისტიკური სურათი იყო:

• 2016 წელს მოკლეს 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ.

• 2017 წელს მოკლეს 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 - სხვა პირის მიერ.

ასევე, უწყების ინფორმაციით, 2018 წელს არცერთ ქმარს ან ყოფილ ქმარს ცოლი არ მოუკლავს. წელს ოჯახში მკვლელობების ხუთი შემთხვევიდან ერთში შვილმა-დედა, მეორეში დამ-და, მესამეში ძმამ-და, ხოლო მეოთხეში მამინაცვალმა-გერი მოკლა. შსს-ის ცნობით, მეხუთე შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი პირი მსხვერპლთან ერთიან "საოჯახო მეურნეობას ეწეოდა." 2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობებიდან კი 1 დანაშაული ჩადენილია პარტნიორის მიერ.უწყების ინფორმაციით, 2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 შემთხვევა აღირიცხა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა. ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.

კომენტარები