ჟინვალი

ჟინვალის წყალსაცავში ბეტონმზიდი ჩავარდა, მაშველები მძღოლს ეძებენ

შსს-ის ცნობით, 14 ნოემბერს დუშეთის რაიონში, საღამოს საათებში, საგზაო სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი.

უწყება აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყო. სამართალდამცველები და მაშველები მძღოლს, 1965 წელს დაბადებულ ი.ჟ-ს ეძებენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს კერძო კომპანია ასრულებს, ი,ჟ სწორედ ამ კომპანიის თანამშრომელი იყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები