ჟინვალი

ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი კაცის ცხედარი იპოვეს, მაშველები ამოყვანას ცდილობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი კაცის ცხედარი ნაპოვნია. ამ წუთებში მისი ამოყვანისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. 

მათივე ცნობით, ცხედრის ამოყვანამდე საჭიროა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, ასევე სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.

წყალსაცავში ბეტონმზიდი გუშინ ჩავარდა. ამ დრომდე მის მძღოლს, 53 წლის კაცს ეძებდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამუშაოებს მაშველების 20-კაციან ჯგუფთან ერთად ჟინვალჰესის მფლობელი კომპანია და ყველა შესაბამისი სამსახური აწარმოებდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები