გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძის დღევანდელ თამაშს "ბარსელონას" სკაუტები დააკვირდებიან

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გიორგი ჩაკვეტაძის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა. კატალონიელი სკაუტები ანდორისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრებიან.

"გიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მას უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. "ბარსელონას" სკაუტებმა ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე აკრედიტაცია მოითხოვეს, რათა ქართველის თამაში ტრიბუნიდან იხილონ", - წერს ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა Sport.es-ი.

ანდორისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება დღეს, ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება.

კომენტარები