არჩევნები 2018

ზურაბიშვილის მხარდამჭერ ახალი ბანერზე ივანიშვილის შემდეგ კობახიძეც გამოჩნდა

.facebook.com/christina.pushh

ბათუმში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ახალი ბანერზე ირაკლი კობახიძეა გამოსახული. ახალი ბანერები გამოჩნდა თბილისშიც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფოტოა. არც ერთ და არც მეორე ბანერზე ზურაბიშვილის არსად ჩანს. 

ახალია სლოგანიც - "პრინციპული არჩევანი - ღირსება, თავისუფლება, განვითარება"

არჩევნების პირველ ტურამზე ზურაბიშვილის სლოგანი იყო "ერთად საქართველოსთვის".

თავად პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და საარჩევნო ნომერი ბანერზე ქვემოთ და ყველაზე წვრილი ასოებით წერია. 

საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები