ევროპის პარლამენტი

ევროპარლამენტის ასოცირების შეთანხმების ანგარიში, შენიშვნები, რეკომენდაციები საქართველოს

ევროპის პარლამენტი
European Parliament

გუშინ ევროპის პარლამენტში 15 ოქტომბრის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში 528 ხმით 97-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 4 და ძალაში სრულად შესვლიდან 2 წლის შემდეგ ევროპის პარლამენტმა გადაწყვიტა შეაფასოს შეთანხმების იმპლემენტაციის დონე საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში და გასცეს რეკომენდაციები.

ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში საქართველო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ პოზიტიურ სურათს აჩვენებს, თუმცა საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ ყურადღება დაუთმონ დარჩენილ საკითხებს - შრომით სტანდარტებს, გარემოს დაცვას და მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას.

ანგარიში “მიესალმება საქართველოს რეფორმებს და პროგრესს ასოცირები შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც საქართველოს რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცევს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზუნველყოს სტაბილურობა, შემდგომი დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესება საქართველოში, რომელიც განიცდის სიღარიბეს, უმუშევრობას და ეკონომიკური ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელს. ეს იქნება მთავარი ფაქტორი საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის გზაზე გულებისა და გონების მოსაგებად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.”

ამასთანავე წუხილს გამოთქვამენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის იმპლემენტაციის 2024 წლამდე გადადების გამო, კვლავ პრობლემურად მიიჩნევენ ელიტურ კორუფციას და ახსენებენ 2016 წლის არჩვნებზე დაფიქსირებულ ინციდენტებს, აფგან მუხთარლის გატაცებას და ვანო მერაბიშვილისა და რუსთავი 2-ის საქმეებს.

რეფორმების შეფასების გარდა ანგარიშში აღნიშნულია ის საკითხები, რომლებზე მუშაობაც აუცილებელია შეთანხმების იმპლემენტაციისათვის და გაცემულია რეკომენდაციები ამ მიმართულებით:

7. ხაზს ვუსვამთ საჭიროებას საქართველოსათვის, რომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისათვის დანიშნოს მაღალკვალიფიციური პერსონალი ხოლო სამინისტროებში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამუშაოდ ასევე საკმარისი რაოდენობის სპეციფიური კვალიფიკაციის მქონე პირები იყვნენ.

10. ხაზს ვუსვამთ და მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლს, მათ შორის სოციალური პარტნიორების, რასაც ისინი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაში და რეფორმების მონიტორინგში ასრულებენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმები ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარიმართოს და პერიფერიულ ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ.

11. ხაზს ვუსვამთ საქართველოს მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებისა და სიკეთეების შესახებ კომუნიკაციის და დეზინფორმაციასთან ფაქტებზე დამყარებული, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის პარტნიორი ქვეყნის ყველაზე ენაზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით ბრძოლის მნიშვნელობას.

13. მხარს ვუჭერთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ დასკვნებს, როგორც ეს საერთაშორისო არჩვნების სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა, მათ შორის ევროპის პარლამენტის დელეგაციამ. მივესალმებით არჩევნების კონკურენტულ ბუნებას და ძალადობის შემთხვევების არარსებობას. სინანულს იწვევს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მმართველების მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ჩაკეტვა, რის გამოც საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ვერ დააფიქსირა არჩევანი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს მეორე რაუნდამდე გაითვალისწინონ სახელმწიფო რესურსების არასათანადო გამოყენების, წინასაარჩევნო კამპანიის გადაჭარბებული დაფინანსების და მაღალი თანამდებობის პირების მიერ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ვერბალური თავდასხმის შესახებ გამოთქმული შენიშვნები.

14. ხელახლა ვაცხადებთ, რომ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს კონსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით ემთხვევა ვენეციის კომისიის ზოგად პოზიტიურ შეფასებას; მწუხარებას გამოვთქვამთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის იმპლემენტაციის 2024 წლამდე გადადების გამო. ხელახლა ვაცხადებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ფონდების არამიზნობრივი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის იციდენტები.

16. მივესალმებით უვიზო რეჟიმის იმპლემენტაციას. რეკომენდაციას ვუწევთ საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები უვიზო რეჟიმის დარღვევებზე სწრაფი რეაგირებისათვის, და მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ცნონ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად.

18. მხარს ვუჭერთ საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის, შერიგების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში კონსტრუქციული მონაწილეობის პოლიტიკას. მივესალმებით საქართველოს მცდელობას შეინარჩუნოს დიალოგი რუსეთთან. მივესალმებით “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.

19. სინანულით აღვნიშნავთ, რომ 10 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას და ვიმეორებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აღვნიშნავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის მიმართი იძულების გამოყენებაზე და საქართველოს პარლამენტის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტიკიცებას, რომლითაც შავ სიაში შედიან ის პირები, ვინც ეჭვმიტანილია მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ხაზს ვუსვამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კოორდინირებული და ერთიანი, მტკიცე პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობას რუსეთის ოკუპაციისა და ანექსირების პოლიტიკის წინააღმდეგ.

22. ვაღიარებთ საქართველოს მიღწევებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა ხაზს ვუსვამთ, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია კვლავ სერიოზულ საკითხად რჩება. მოვუწოდებთ საქართველოს განახორციელოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ანტიკორუფციული სტრატეგია და უზრუნველყოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ჩარევისაგან დაცულობა.

23. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შექმნას სრულად დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, განცალკევებული მთავარი პროკურორის ოფისისაგან, სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად და პასუხიმგებლობის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად.

24. ღრმა შეშფოთებას იწვევს თურქეთის მიერ საქართველოში თურქეთის მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლა, ისევე როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გიულენის მოძრაობასთან მათი სავარაუდო კავშირის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ყურადღებით შეისწავლოს ეს საკითხები და უზრუნველყოს სამართლებრივი პროცედურების ევროპული პრინციპების და სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მოვუწოდებთ ევროკავშირს მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს რათა გაუძლონ უკანასკნელ თვეებში მათზე განხორციელებულ ზეწოლას, განსაკუთრებით თურქეთის მხრიდან.

25. აღვნიშნავთ მიმდინარე სასამართლო რეფორმებს და ნიშნებს სასამართლოს მეტი მიუკერძოებლობის და გამჭვირვალეობისაკენ, მაგრამ ვიხსენებთ ვენეციის კომისიის შეშფოთებას შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ხელს არ უწყობს საქართველოს პროკურორების საბჭოს პოლიტიკურ ნეიტრალურობას. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის და უსაფრთხოების სერვისების დემოკრატიული შემოწმებისაკენ, რომელთაც სჭირდებათ რეფორმა და გაუმჯობესება, რათა გარანტირებული იყოს გამჭვირვალობა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით.

27. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო მიეღო ახალი კანონი საზოგადოებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროა, რომ შემოთავაზებული რეფორმა კიდევ უფრო ზღუდავს წვდომას ამ მიმართულებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე ეფექტური წვდომა და ვახსენებთ მას, რომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პირობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

30. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს განიხილოს ცვლილებების პაკეტი რომელიც მიმართულია ნარკოპოლიტიკის რეფორმისაკენ 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხმობაში.

32. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უფრო ოპერაციული გახადოს ადამიანის უფლებათა კოორდინაციის მექანიზმები და გააძლიეროს თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორუმებში. გამოვხატავთ შეშფოთებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო, რამაც გამოავლინა მრავალი ხარვეზი უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირებაში, მათ შორის პარტიული პოლიტიკის ჩარევა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დადოს გამოძიების სწრაფი და სანდო დასკვნა და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის, რათა მსგავის შემთხვევა აღარ განმეორდეს.

33. აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილი საქმეზე, რამაც დაადგინა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეთვრამეტე პუნქტის დარღვევა ყოფილი პრემიერმინისტრის დაკავებაში “საიდუმლო გეგმების” და “ფარული მოტივების” სახით.

35. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას დამატებითი ნაბიჯები ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯფუფებისათვის, და ებრძოლოს სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას, მათ შორის შრომით ბაზარზე შრომით კოდექსში შესწორებით, LGBTQI  ადამიანების, ბოშების, HIV/AIDS-ით დაავადებულების, შშმ პირების და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ.

36. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას დამატებითი ნაბიჯები ქალთა დასაცავად ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან, სექსუალური ძალადობისაგან და სამუშაო თუ საჯარო სივრცეში შევიწროებისაგან, და გაზარდოს დასაქმებულ ქალთა რიცხვი სამუშაო ბაზარზე და პოლიტიკაში, სადაც ისინი კვლავ არასათანადოდ არიან წარმოდგენილი.

37. მოვუწოდებთ გააძლიეროს ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ შორის ნებისმიერ ტიპის ძალადობისაგან დაცვა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა ბაშვისათვის, მათ შორის შშმ ბავშვებისათვის.

38. შევახსენებთ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის, სარედაქციო დამოუკიდებლობის, პლურალიზმის და მედია გარემოში მფლობელობის გამჭვირვალეობის მნიშვნელობას დემოკრატიული პრინციპებისათვის. კმაყოფილებით აღვნიშნავთ გაუმჯობესებას, რომელიც 2018 წლის Reporters Without Borders-ის მედიის თავისუფლების ინდექსში აისახა. ხაზს ვუსვამთ მედია კონტენტის პოლიტიზებას. ვიხსნებთ ტელეარხ რუსთავი 2-ის საქმეს.

კომენტარები