შეზღუდვები გზებზე

ზვავსაშიშროებისა და თოვის გამო ჯვრის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

facebook.com/pg/georoad.ge

შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სატეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) - 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მათივე ცნიბით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის 
დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

კომენტარები