ერთა ლიგა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორასთან მატჩი ფრედ დაასრულა (VIDEO)

GFF.GE

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის გასვლით მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ანდორას დაუზავდა. ქართველებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს.ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს გიორგი ჩაკვეტაძე დაუხვდა და ანგარიშიც გაიხსნა. 

19 წლის ქართველისთვის ეს გოლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მატჩს კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლები სპეციალურად მის დასაკვირვებლად ესწრებოდნენ.

გატანილი გოლის შემდეგ, გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ვლადიმირ ვაისის გუნდი მოდუნდა და ამისათვის დაისაჯა კიდეც. მეორე ტაიმში, ანდორელებმა გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:1 დააფიქსირეს. ამით, ერთა ლიგაში საქართველოს ეროვნული გუნდის "მშრალი სერია" შეწყდა.

5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 13 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ვაისის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 15 ნოემბერს ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ქართველები ყაზახებს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებენ.

გიორგი ჩაკვეტაძის გოლი:

კომენტარები