კრიმინალი

8-წლიანი პატიმრობა პირს, რომელმაც შურისძიების მოტივით სასაფლაოზე ადამიანის მოკვლა სცადა

flickr

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და გ.ა. დამნაშავედ ცნო.

"დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ერთ-ერთი სასაფლაოს ტერიტორიაზე გ.ა-ს შელაპარაკება მოუხდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით თავის, წელისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გ.ბ-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 20 მაისს თელავში, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

კომენტარები