ციხე

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თავი მოიკლა

0 კომენტარი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ქუთაისის N2 ციხეში, 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. სამსახურის ცნობით, შემთხვევა 15 ნოემბერს, დაახლოებით 03.30 საათზე მოხდა.

"აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა.

ემილ ხოფერია 2015 წლიდან იხდიდა სასჯელს“, - აცხადებს პენიტენციური სამსახური.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები