ნარკოპოლიტიკა ინდონეზიაში

ინდონეზიაში მოზარდები ნარკოტიკული თრობისთვის ჰიგიენური საფენების ნახარშს სვამენ

0 კომენტარი
ფოტო: ladbible.com

ინდონეზიაში ბავშვები გამოყენებულ და გამოუყენებელ ჰიგიენურ საფენებს ხარშავენ, შემდეგ ნახარშს აცივებენ და ნარკოტიკული თრობისთვის სვამენ.

Straits Times-ის ცნობით, ინდონეზიის კუნძულის ჯავას პოლიციამ, რამდენიმე ბავშვი დააკავა, რომლებიც ჰიგიენური საფენების ნახარშისგან ნარკოტიკულ თრობას განიცდიდნენ.

"ისინი იყენებდნენ ნაგვის ურნებიდან ამოღებულ ჰიგიენურ საფენებს, მათ ცხელ წყალს ასხამდნენ, შემდეგ ნახარშს აციებდნენ და ერთად სვამდნენ", - თქვა პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ერთ-ერთი დაკავებული 14 წლის ბიჭია, რომელმაც ადგილობრივ გაზეთებს მოუყვა თუ როგორ მზადდება ნახარში. მისი თქმით, ბავშვები ჰიგიენურ საფენებს ერთი საათის განმავლობაში ცხელ წყალში აჩერებდნენ, შემდეგ წყალს აცივებდნენ და ცალკე კონტეინერში ასხამდნენ, ცოტა დროის გასვლის შემდეგ კი ნახარშს სვამდნენ.

ინდონეზიაში მკაცრი ნარკოპოლიტიკა მოქმედებს - მარიხუანას ფლობაზე შესაძლოა 20 წლის გატარება მოგიწიოთ ციხეში, სხვა ნარკოტიკების ფლობასა და მოხმარებაზე კი კიდევ უფრო მეტი, ნარკოტიკების გაყიდვის შემთხვევაში ქვეყანაში სიკვდილით დასჯაც მოქმედებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები