გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი

კატალონიური მედია: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" სკაუტებთან გამოცდა წარმატებით გაიარა

GFF.GE

კატალონიის "ბარსელონას" სკაუტები გუშინ ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს (1:1) დაესწრნენ. მათი მიზანი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის ნახვა იყო.

ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა Sport.es-ი დღევანდელ ნომერში წერს, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები ჩაკვეტაძის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ. საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ "გენტის" ნახევარმცველმა გაიტანა და 90 წუთის განმავლობაშიც იაქტიურა.

კატალონიელი ჟურნალისტების განცხადებით, ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" სკაუტების თვალწინ გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ისინი ქართველს შესანიშნავი მოედნის ხედვის უნარის მქონე ტექნიკურ ფეხბურთელად ახასიათებენ. იქვე დასძენენ, რომ ჩაკვეტაძეს აქვს ის საფეხბურთო ღირებულებები, რაც "ბარსელონას" აინტერესებს.

კომენტარები