ხანძარი კალიფორნიაში

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაკარგულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

AFP

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური ხანძარი კვლავ მძვინვარებს. დაღუპულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 63-ს მიაღწია, ხოლო დაკარგულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

ხანძარი 8 დღის წინ გაჩნდა და მას შემდეგ 12,000-მდე შენობა გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამჟამად ცეცხლს 9,400-მდე მეხანძრე ებრძვის. მეხანძრეებს სამხედროებიც ეხმარებიან. ოფიციალური პირების თქმით ხანძრის სრულად ლოკალიზება შესაძლოა თვის ბოლომდე ვერ მოხერხდეს.

ხვალ კალიფორნიაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩავა და დაზარალებულებს შეხვდება.

კომენტარები