ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ქარბუქი - როგორი ამინდი იქნება ხვალ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ძლიერ თოვას და ქარბუქს ვარაუდობენ.

"ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს სააგენტო.

კომენტარები