ჯამალ ხაშოგი

აშშ-მა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო 17 პირს სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო 17 პირს სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ განცხადება სახაზნო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა გააკეთა. მისი თქმით აშშ-ის მთავრობა საუდის არაბეთთან ითანამშრომლებს ჟურნალისტის მკვლელობის სრულად გამოსაძიებლად და დამნაშავეების სათანადოდ დასადჯელად. მან საუდის არაბეთს მოუწოდა გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ პოლიტიკური დისიდენტების და ჟურნალისტების მიზანში ამოღება შეწყდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით სანქციების სიაში შესული პირები საუდის არაბეთის სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებს იკავებენ და მათ შორის რამდენიმე სამინისტროების და მთავრობის თანამდებობის პირია.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ლეტალური ინექციით მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს და შენობიდან ამგვარად გაიტანეს.

ის მკვლელობაში ბრალდებული 11 პირიდან 5-ის სიკვილით დასჯას ითხოვს, რომლებიც, მისი თქმით დანაშაულის დაკვეთაში და აღსრულებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

მკვლელობასთან კავშირში საუდის არაბეთმა სულ 21 ადამიანი დააკავა და 6 თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები