ისრაელი

ისრაელში, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს

ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

გავრცელებული ინფორმაციით ისრაელში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ პერმიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და განათლების მინისტრ ნაფტალი ბენეტს შორის შეხვედრის შემდეგ წერენ.

ნაფტალი ბენეტი, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და სამთავრობო კოალიციის პარტნიორები ბენეტის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის დაშლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იმედი აქვს, რომ "მინისტრები 1992 წლის შეცდომას არ გაიმეორებენ, როდესაც მათ მემარჯვენე მთავრობა დაამხეს" და ბენეტს უთხრა, რომ ვადამდელი არჩევნების თავიდან აცილება აუცილებელია.

არსებული ცნობებით კოალიციის ლიდერები არჩევნების თარიღზე კვირას შეთანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი უშიშროების კაბინეტის მიერ ღაზაში პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადაწყვეტილების მიღების გამო თანამდებობიდან გადადგა.

პარტია "ისრაელი - ჩვენი სახლი"-ს ლიდერის თქმით ეს ნაბიჯი "ტერორიზმის წინაშე დანებებაა." ლიბერმანი ჰამასთან ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევის მცდელობებსაც აკრიტიკებს.

კომენტარები