ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა

CNBC

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო და აუქციონზე $10 მილიონი იყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6735 შეადგინა.

ეს 2018 წლის რიგით მეთერთმეტე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $120 მილიონი შეისყიდა.

$10 მილიონის შესყიდვის მიუხედავად, დღეს კურსი დოლართან მიმართებით 0.9 თეთრით გამყარდა, რომ არა დღევანდელი და 9 ნოემბრის ინტერვენციები, ის კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა. 

კომენტარები