ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.9 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.3 თეთრით გამყარდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან მიმართებით 0.91 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.31 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6727 ლარია, ერთი ევროსი - 3.0268 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ასევე გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან, თუმცა, გაუფასურდა თურქულ ლირასთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო და აუქციონზე $10 მილიონი იყიდა. 

ეს 2018 წლის რიგით მეთერთმეტე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $120 მილიონი შეისყიდა.

$10 მილიონის შესყიდვის მიუხედავად, დღეს კურსი დოლართან მიმართებით 0.9 თეთრით გამყარდა, რომ არა დღევანდელი და 9 ნოემბრის ინტერვენციები, ის კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა. 

კომენტარები