ხანძარი კალიფორნიაში

ენტონი ჰოპკინსის სახლი კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს გადაურჩა

ენტონი ჰოპკინსის სახლი კალიფორნიის შტატში გაჩენილ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის სახლის შემოგარენი და მეზობლების სახლები სრულიად განადგურდა.


ფოტო: Backgrid

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური ხანძარი კვლავ მძვინვარებს. ხანძარი 8 დღის წინ გაჩნდა და მას შემდეგ 98,000-ზე მეტი ჰექტარი და 12,000-მდე შენობა გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად ცეცხლს 9,400-მდე მეხანძრე ებრძვის. მეხანძრეებს სამხედროებიც ეხმარებიან. ოფიციალური პირების თქმით ხანძრის სრულად ლოკალიზება შესაძლოა თვის ბოლომდე ვერ მოხერხდეს.

კომენტარები