ნარკოტიკების შეძენა-შენახვა

შსს: ფოთში 49 აბი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები