ძიუდო

ზვიად გოგოჭური პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონია

პირველი არხი

პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მხედველობადაქვეითებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 მედალი მოიპოვეს. 

პირველი არხის ცნობით, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზვიად გოგოჭურმა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო. 

ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი გამჯაშვილი გახდა.

კომენტარები