საბჭოთა სიმბოლიკა

ევროპარლამენტარები AMAZON-ს: შეწყვიტეთ საბჭოთა სიმბოლიკიანი პროდუქციის გაყიდვა

0 კომენტარი
ფოტო: Calvert Journal

ევროპარლამენტის წევრები ამაზონის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს საბჭოთა სიმბოლიკიანი სამოსის და სუვენირების გაყიდვა. 

მათ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ღია წერილით მიმართეს. 

მიმდინარე წლის სექტემბერში მსოფლიოს უმსხვილესმა საცალო გაყიდვების ცენტრმა, ვოლმარტმა მსგავსი ტანსაცმელი ქსელიდან ამოიღო. 

ღია წერილს ხელს ევროპარლამენტის 27 დეპუტატი აწერს, მათ შორის ზოგიერთი ყოფილ საბჭოთა ქვეყანას წარმოადგენს. წერილში საუბარია მაისურებზე, ჰუდებზე, დროშებსა და სუვენირებზე

დეპუტატები მიუთითებენ, რომ "საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 60 მილიონზე მეტია, ამას გარდა, ციმბირში 10 მილიონი ადამიანი გადაასახლეს, სადაც ისინი დამამცირებელ გარემოში, იძულებითი შრომის, შიმშილისა და ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებში ცხოვრობდნენ. 

საბჭოთა რეჟიმის სისხლიანმა ქმედებებმა, ტერორმა და არაადამიანურმა მოპყრობამ გავლენა მოახდინა ფაქტობრივად ყველა ოჯახზე, რომლებიც ოკუპირებულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ. ამ ქმედებების ტრაგიკულ შედეგებს დღემდე ვგრძნობთ", - ნათქვამია წერილში. 

ამაზონი ყიდის წითელ მაისურებს, რომლებზეც ნამგალი და ურო ყვითლად არის გამოსახული და აქვს რუსული წარწერა CCCP - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი. ერთ-ერთი ასეთი ჰუდი, რომელიც ფოტოზე მოდელს აცვია, დემნა გვასალიას შექნილია მისივე ბრენდისთვის Vetements.  

ევროპარლამენტის დეპუტატები წერილში იმასაც აღნიშნავენ, რომ გერმანულმა სპორტულმა ბრენდმა, ადიდასმა მსგავსი სიმბოლოების მქონე პროდუქცია გაყიდვიდან მაისში ამოიღო. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები