კრიმინალი

ბათუმში 14 წლის ბიჭი დაჭრეს, ბრალდებულიც არასრულწლოვანია

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ბათუმში ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ბრალდებული ასევე არასრულწლოვანია, 2003 წელს დაბადებული გ.გ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, შსს-ს ინფორმაციით, ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები