ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)

ტოჩინოშინმა რიუდენი დაამარცხა და მოგება/წაგების ბალანსი გაითანაბრა (VIDEO)

ქართული სუმოს ქომაგები

კიუშუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა რიუდენი იყო, რომელსაც ქართველი ფალავანი პირველად დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი და მომქანცველი აღმოჩნდა. ლევან გორგაძემ რიუდენი მავაშით დაიჭირა და საბოლოოდ დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 4:4-ზე აქვს, მას კიდევ 4 გამარჯვება ესაჭიროება, რათა კაჩი-კოში დააფიქსიროს.

ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქე კომოსუბი ტაკაკეიშო იქნება, რომელთანაც ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი 1:4-ზე აქვს.

კომენტარები