ვითარება საავტომობილო გზებზე

გუდაური-კობის გზის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

"გზის წმენდა დაწყებულია გუდაურიდან, გუდაური-კობის პირველ მონაკვეთზე (კმ93-კმ99). ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება გუდაური-კობის მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106), სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კობის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზვავსაშოშროების მოხსნისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები ორივე მხრიდან", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება.

კომენტარები