უკრაინა

იანუკოვიჩი ტენისის თამაშის დროს დაშავდა, სასამართლოზე საბოლოო სიტყვით ვერ გამოვა

unian.net

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით არ წარსდგება. ამის მიზეზად მისმა ადვოკატმა მძიმე ტრავმა დაასახელა.

ექსპრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ და რუსეთში გაიქცა, ადვოკატის თქმით, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

"პარასკევს ვიყავი მოსკოვში. გავემგზავრე, რათა გვესაუბრა ვიდეო კონფერენციაში მისი მონაწილეობის საკითხზე, რა გზითაც მას საბოლოო სიტყვა უნდა წარმოეთქვა სასამართლოზე. შევხვდი საავადმყოფოში. ზუსტი დიაგნოზის თქმა არ შემიძლია, არაკორექტული იქნება, მაგრამ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და მას მოძრაობა არ შეუძლია", - ამბობს ადვოკატი ალექსანდრ გოროშინსკი.

მანვე დასძინა, რომ იანუკოვიჩს სასამართლოში არ გამოცხადების საპატიო მიზეზი აქვს - მძიმე ტრავმა.

ჟურნალისტების კითხვას, როგორ დაშავდა უკრაინის ექსპრეზიდენტი, ადვოკატმა არ უპასუხა. თქვა მხოლოდ ის, რომ ტრავმა სპორტულია. არსებული ინფორმაციით კი, იანუკოვიჩმა ტრავმა ტენისის თამაშის დროს მიიღო.

ვიქტორ იანუკოვიჩის საქმის განხილვა უკრაინის სასამართლოში ხვალ, 19 ნოემბერსაა დაგეგმილი. სწორედ აქ მას ვიდეო კონფერენციით თავისი საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატი ედება ბრალად.

კომენტარები