მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა და რეანიმაციაშია

facebook.com/culturegovge

კულტურის ყოფილი მინისტრი და განათლების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. მას ნეკნები აქვს დაზიანებული და კლინიკაში იმყოფება.

როგორც ტაბულას ინგოროყვას საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

"აქვს ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნები მოტეხილობა. ზოგადად, მძიმე მდგომარეობაა და ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობენ კლინიკაში, სადაც გიორგაძე წუხელ შეიყვანეს.

შემთხვევას ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს, ყვარელში მოხდა, რის შედეგადაც მიხეილ გიორგაძემ სხეულის დაზიანებები მიიღო. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

კომენტარები