საფრანგეთში, "ყვითელი ჟილეტების" აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

AFP

საფრანგეთში, სადაც მოსახლეობა უკვე მეორე დღეა, საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებს, 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 14-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.  

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაიკითხა დაახლოებით 300 დემონსტრანტი, მათგან 157 დაკავებულია.  

დემონსტრაციები გუშინ, შაბათს დაიწყო, ქუჩაში 280 000 ადამიანი გამოვიდა. 

დემონსტრანტები, რომლების საკუთარ თავს "ყვითელ ჟილეტებს" უწოდებენ, მთელი საფრანგეთის მასშტაბით საგზაო მაგისტრალებს კეტავენ. დაკავებული აქვთ 2 ათასზე მეტი ლოკაცია

ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა - მას მანქანა დაეჯახა. მძღოლი ჯარიმით გაათავისუფლეს. 

აქციები თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა, ზოგიერთ ადგილას მანქანის მძღლოებმა პროტესტის გარღვევა სცადეს. არეულობები სწორედ ამან გამოიწვია. 

საწვავის ფასი საფრანგეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა - 1.24 ევროდან 1.48 ევრომდე. 

საწვავის ფასების ზრდა ნავთობის საბითუმო ფასის ზრდამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, 20%-ზე მეტით გაიზარდა 2018 წლის პირველ ნახევარში და ერთი ბარელის ფასმა 60$-დან 86.07$-მდე აიწია. 

საფრანგეთში გასულ იანვარს დიზელზე ბეგარა 8 ცენტით გაიზარდა, ბენზინზე - 4 ცენტით. გადასახადის გაზრდა 2019 წელს კვლავ იგეგმება - დიზელზე 6,4 ცენტით, ბენზინზე კი - 2,9 ცენტით.

დემონსტრანტების ნაწილის უკმაყოფილება პრეზიდენტისკენ არის მიმართული - ემანუელ მაკრონს კომუნიკაციის და ემპათიის ნაკლებობაში ადანაშაულებენ. გამოკითხვების მიხედვით, მისი რეიტინგიც საგრძნობლად დაეცა. 

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, რაღა შესაძლებლობის მქონე ოჯახებს ტრანსპორტის და კომუნალური ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს. 

თუმცა, ეს პროტესტის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, რომელმაც ელაბის ინსტიტუტმა აქციებზე ჩაატარა, გამოკითხული "ყვითელი ჟილეტების" 70% ნავთობზე დაწესებული გადასახადების უკან წაღებას ითხოვს. 

კომენტარები