ტრანსფობია

კიევში ტრანსგენდერ აქტივისტებს თავს დაესხნენ

0 კომენტარი
ფოტო: EPA

უკრაინის დედაქალაქ კიევში ტრანსგენდერ აქტივისტებს მსვლელობისას თავს ულტრა-მემარჯვენელ ჯგუფები დაესხნენ. 

დაშავდა ორი ქალი. მათ სამედიცინო დახმარება მალევე აღმოუჩინეს. დაზიანდა კანადელი ჟურნალისტიც, რომელსაც სახეში მუშტი მოხვდა. 

ჟურნალისტების ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელების ძალადობის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. თავად სამართალდამცველები ამ ბრალდებას უარყოფენ. 

უკრაინაში, რომელიც პოსტ-საბჭთა ქვეყანაა, ჰომოფობია პრობლემაა. 

თუმცა, მთავრობამ ლგბტ მსვლელობის ჩატარების უფლება აქტივისტებს და თემის წევრებს წარსულში რამდენჯერმე მისცა. 

დღევანდელ მსვლელობაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ ხელში ეკავათ ლგბტ დროშები და პლაკატები წარწერით "შეაჩერე ტრანსფობია". 

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, აქციის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ უკრაინაში ლგბტ ადამიანები არსებობენ და მათ უფლებებს დაცვა სჭირდება. 

"ძალიან რთულია იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთი ადამიანი მზად არის, იძალადოს იმის გამო, რომ ვიღაცები მისგან განსხვავებულები არიან". - ამბობს დემონსტრანტი, სახელად ელისი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები