სოციალური მედია

Facebook და საფრანგეთი სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენას ერთობლივად ებრძვიან

მარკ ცუკერბერგი და ემანუელ მაკრონი
AFP

Facebook-ი და საფრანგეთი სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენას ერთობლივად დაუპირისპირდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კომპანია Facebook-თან 6-თვიან პარტნიორობას იწყებს, რომლის მიზანი იმის დადგენაა, თუ რა პოლიტიკა შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Facebook მსგავსი მიმართულებით სახელმწიფოსთან თანამშრომლობს. მაისამდე იგეგმება შეხვედრა, რომელზეც გადაწყდება როგორ მოხდება სიძულვილის ენასთან ბრძოლა ონლაინ სივრცეში.

"ჩვენ ბრმად ვენდობით ჩვენს ციფრულ ტექნიკას. დღეს, როდესაც ვუყურებ ჩვენს დემოკრატიას, ინტერნეტს ექსტრემისტები და ტერორისტული დაჯგუფებები უკეთ იყენებენ. Facebook-თან პარტნიორობა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია." თქვა ემანუელ მაკრონმა.

Facebook-ი Twitter-თან და Google-თან ერთად ინტერნეტზე რეგულაციების წინაარმდეგ იბრძვის. ანალიტიკოსების აზრით ეს ნაბიჯი ახალი სტრატეგიაა, რომლითან კომპანია ცდილობს სტრატეგია შეცვალოს და ამგვარად მოახდინოს გავლენა ქვეყნების მიერ შესაბამის კანონმდებლობის შემუშავებაზე.

"საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგულაციები გონიერია და ხალხისათვის მოსახერხებლად მუშაობს არის ის, რომ მთავრობებმა, მარეგულირებლებმა და ბიზნესებმა ერთად იმუშაონ და ერთმანეთისაგან ისწავლონ." თქვა ნიკ კლეგმა, რომელიც ამჟამად Facebook-ის საზოგადოებასთან უერთიერთობის გუნდის ლიდერია.

მიმდინარე წლის დასაწყისში გერმანიამ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად ახალი კანონები მიიღო, რომელიც სოციალური მედიის კომპანიებს, რომლებიც საკუთარი პლატფორმებიდან სიძულვილის ენის შემცველ მესიჯებს არ აიღებე, 50 მილიონ ევრომდე ჯარიმას უწესებს. კანონს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ კომპანიებს საშუალებას აძლევეს თავად გადაწყვიტოს რა არის სიძულვილის ენა, რაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

კომენტარები