ვალების განულება

ფინანსთა მინისტრი: ვივუსმა ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა

საქართველოს პარლამენტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვივუსმა ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა და შესაბამისად მის კლიენტებს ვალები არ გაუნულდებათ. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააკეთა. 

ეს იყო ვივუსი, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე", - თქვა ფინანსთა მინისტრმა. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები