ოჯახში ძალადობა

მოზარდის თანდასწრებით ცოლის სისტემატური ცემისთვის პირს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

www.irishtimes.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე  სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ხ. -მ  2018 წლის 23 ივნისს და 1 ივლისს  ქ.თბილისში, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ.კ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, დ.ხ-მ, არასრულწლოვნის  თანდასწრებით, ვ.კ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ იგი ოდესმე გაბედავდა და პოლიციას მიმართავდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დ.ხ. 2018 წლის 22 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 - ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია),  111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. .

კომენტარები