ჩინეთი

ჩინეთში მწერალი ჰომოეროტიკული წიგნის დაწერისთვის 10 წლით დააპატიმრეს

0 კომენტარი

ჩინეთში მწერალს ჰომოეროტიკული წიგნის "Boy Love"-ის დაწერისთვის და გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯეს.

მწერალი ქალი გვარად ლიუ, ხალხისთვის მისი ფსევდონიმით ტიანითი არის ცნობილი.

ჩინეთის ქალაქ ვუჰუს პოლიციის წარმომადგენლების თქმით, წიგნი აღწერს "უხამს სექსუალურ ურთიერთობას კაცებს შორის", ასევე "ის სავსეა პერვერტული სექსუალური აქტებით, როგორიც არის ძალის გამოყენება და ძალადობა". ბოლო თვეების განმავლობაში წიგნი რამდენიმე ათასჯერ გაიყიდა ინტერნეტის მეშვეობით.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდა ამ წიგნისა, მწერალს 7 000 ზე მეტი პორნოგრაფიული წიგნი აქვს დაწერილი, რომელთაგან უმეტესობა ჰომოსექსუალობას შეეხება.

მწერალს 31 ოქტომბერს ვუჰუს სასამართლომ მიუსაჯა 10 წელი.

პორნოგრაფიის შექმნა და გაყიდვა ჩინეთში აკრძალულია. თუმცა, ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ მწერალისთვის მისჯილი 10 წელი სოციალურ ქსელში დიდმა გამოხმაურებამ და მის მიმართ გამოხატულმა აგრესიამ გამოიწვია. ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით გაუპატიურებაში დამნაშავე 3-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მწერალმა ჰომოეროტიკული წიგნის გაყიდვით დაახლოებით 21 624 ამერიკული დოლარი მიიღო.

31 ოქტომბრის შემდეგ, Weibo-ზე, რომელიც ტვიტერის ჩინური ვერსიაა, ხალხმა პოსტებისთვის #Tianyi-ის მიწერა დაიწყო, რითიც მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერალს.

ჩინეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1997 წელს მოხდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქვეყანაში ის დაავადებათა სიიდან ამოიღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები